jump to navigation

ბლოგის-მომგებიანი ბიზნესი ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

დღეს რთულია იპოვო ისეთი ადამიანი რომელიც ინტერნეტით სარგებლობს და არ იცის რა არის ბლოგი. ბლოგი- ეს არის ვირტუალური დღიური, რომელზეც მომხმარებელი მუდმივად ამატებს სტატიებს. ბლოგი განსხვავებულია ზოგი პირადია, ზოგს განსაზღვრული თემატიკა აქვს, ზოგი კი სხვადასხვა თემას ეხება თავის ბლოგში და არა აქვს ეთი განსაზღვრული. მე არ ვსაუბრობ ბიზნეს-იდეაზე ბლოგის შესახებ უბრალოდ თუ თქვენ გინდათ ბლოგის შექმნა მე გამოგიკვეთავთ რამოდენიმე მომენტს რომელიც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში.
თქვენ კარგად უნდა ჩამოყალიბდეთ და განსაზღვროთ ბლოგის თემატიკა. ბლოგი შეიძლება იყოს რამოდენიმე თემაზე. მაგ: თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ბლოგი რომელსაც ექნა განჱოფილება ”ტურიზმი”, ”ნადირობა”,”თევზაობა” ან შეარჩიოთ ერთი თემა, რომელზეც დაწერთ სტატიებს. ჩემი აზრით ეს უფრო მომგებიანი იქნება, რადგან რეკლამას შეგიკვეთავს ის ხალხი, რომლებსაც შენს ბლოგში არსებული თემა აინტერესებთ.
იმისთვის რომ მიიღოთ მაქსიმალური მოგება თქვენ დიდი სიფრთხილით უნდა გადაწყვიტოთ თუ რაზე იქნება თქვენს ბლოგზე საუბარი. ისეთი თემა უნდა შეარჩიოთ რაზეც მოთხოვნილებაა მომხმარებელში და რაც ჭირდებათ მათ. ასეთი ტიპის თემებია: ფინანსები, ბიზნესი, ინტერნეტით ფული შოვნა, ავტომანქანები და ა.შ.შ. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი თემა, იშვიათია ან საერთოდ არ არსებობს ქსელში.
თემატიკის შერჩევის შემდეგ უნდა გაამდიდროთ თქვენი საიტი საინტერესო და სასარგებლო ელემენტებით( სტატიები, ვიდეოები, აუდიოჩანაწერები, სურათები და ა.შ.შ) კარგი იქნება თუ თქვენ დაწერთ უნიკალურ სტატიებს, რომელიც თქვენამდე არავის დაუწერია. თუ არ გეხერხებათ ეს საქმე მაშინ მოიძიეთ სხვა წყაროებიდან.
პ.ს ბლოგი შეიძლება გახადო ძალიან პერსპექტიულ ბიზნესად.

წარმატებები ბიზნესში!!!

Advertisements

გამაფრთხილებელი სტიკერების წარმოება ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

არსებობს უამრავი კომპანია, რომელსაც სჭირდება გამაფრთხილებელი საინოფმრაციო სტიკერები საკუთარ ობიექტებზე. მაგალითად ენერგოკომპანიები, რომლებიც მაღალვოლტიან გადამცემებს ან ტრანსფორმატორებს ფლობენ. სანახავია თუ არის ყველაზე გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსებული – თუ არა კარგი შესაძლებლობა გაქვთ შესთავაზოთ მზა პროდუქცია (სტიკერების და დიზაინის სახით). მაგალითები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე http://www.seton.com . იდეის დახვეწა და გავრცელება რათქმაუნდა შესაძლებელია.
წაემატებები ბიზნესში!!!

სასურსათო კოოპერატივები ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

როგორც წესი მსხვილი შემომტანები პროდუქციის საბითუმო მომხმარებლებს გაცილებით ნაკლებ ფასში აწვვდიან პროდუქციას თუ მას დიდი რაოდენობით ყიდულობ. ყველა ალბათ იცნობს კოოპერატივის მოქმედების სტრუქტურას. ჩვეული მომხმარებლები ერთიანდებიან, მაგალითად ბინის ასაშენებლად და შედეგად დეველოპერული კომპანიის გვერდის ავლით ნაკლებ ფასად აშენებენ ბინას. ამ შემთხვევავი იდეა მდგომარეობს საიტის შექმნაში სადაც გარკვეული კონკრეტული სამომხმარებლო პროდუქციის იაფად შესაძენად შესაბამისი რაოდენობის ადამიანები შეგროვდებიან და ბითუმად ყოველთვიურად ან უფრო მეტი პერიოდით პროდუქციას შეიძენენ გაცილებით ნაკლებ ფასში.

წარმატებები ბიზნესში!!!

თანამგზავრული სატელევიზიო ანტენების დაყენება ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

ალბათ სულ უფრო ხშირად შეგიმჩნევიათ სახლებზე თანამგზავრული ანტენების მომრავლება. სამწუხაროდ საკაბელო ტელევიზიები ზოგიერთ შემთხვევაში არ იძლევიან ყველა მომხმარებლისათვის საინტერესო არხის ნახვის შესაძლებლობას და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საკაბელო ტელევიზია ყოველთვიურ სააბონენტოს ახდევინებს. თანამგზავრული სატელევიზიო ანტენის შემთხვევაში ერთ-ჯერადი გადასახადი აპარატურაშია მხოლოდ საჭირო შემდგომ მიიღებთ არადაშიფრულ არხებს რომელთა რაოდენობა 50-100 შეადგენს.

პარაბოლური ანტენები საკმაოდ გაიაფდა, ჩინეთში მათი ყიდვა რამოდენიმე დოლარად არის შესაძლებელი, აქვს ანტენები ადგილობრივ კომპანიებსაც, უნდა გაერკვეთ აპარატურაში და შეერთების ხერხებში რაც საკმაოდ მარტივია და ინტერნეტში უამრავი საინტერესო სტატიაა განთავსებული. მოიმარაგოთ დრელი სპეციალური სამაგრები და ა.შ შემდგომ კი განათავსეთ განცხადებები გაზეთში სიტყვა და საქმე და სხვა უფასო განცხადებების საშუალებებში. ფული რო გაგიჩნდებათ შეგიძლიათ აგარაკებზე ა4 ფორმატის პლაკატებიც გააკრათ. მოკლედ ბიზნესი შესაძლოა სამაოდ მომგებიანი გამოვიდეს. ამას ისიც ემატება რომ წელიწადში ერთხელ ანტენები კორექტირებას საჭიროებენ და ამაში დამატებითი სააბონენტო შეგიძლიათ გამოართვათ კლიენტებს.

ბიზნესი Вконтакте.ru-ში ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

ეს ბიზნეს იდეა ეხება ინტერნეტს, თუ დავკონკრეტდებით კეძოდ სოციალურ ქსელში Вконтакте.ru-ში ვაჭრობას. ამ სოციალური ქსელის უპირატესობა ისაა,რომ ჰყავს საკმაოდ დიდ აუდიტორია და შესაბამისად პოტენციური კლიენტურა ნებისმიერი საქონლის. მოდით ვილაპარაკოთ თუ, როგორ შევქმნათ მაღაზია Вконтакте.ru-ში.

თავდაპირველად თქვენ დაგჩირდებათ თვითონ საქონელი, რომელსაც გაყიდით ზემოდხსენებულ მაღაზიაში. თქვენი საქონელი უნდა იყოს განსაკუთრებული და თან თქვენ მაღაზიაში უნდა იყოს დიდი ასორტიმენტი. როგორ მოახერხოთ ეს? ძალიან იოლად, ისარგებლედ უცხოური მაღაზიებით და იმ საქონელით რომელიც თქვენს ქვეყანაში ან საერთოდ არის იშვიათი და არც თუ ისე ძვირი. მაგ. ტანსაცმელი, აქსესუარები, ტეხნიკა და ა.შ.შ.

მეორე ეტაპი თვითონ მაღაზიის შექმნა. როგორ შევქმნა მაღაზია Вконтакте.ru-ში?? ეს არც თუ ისე რთული საქმეა. შექმენი ჯგუფი Вконтакте.ru-ში რომელიც იქნება თქვენი მაღაზია. მოიფიქრეთ ჯგუფის კარგი სახელწოდება, რომელიც მიიზიდავს კლიენტურას. ფოტოალბომი იქნება იდეალური თქვენი პროდუქტის საჩვენებლად. შეგიძლიად შექმნათ სხვადასხვა ფოტოალბომი, რომელიც აღწერს სხვადასხვა პროდუქტს. მაგ. ერთი ტანსაცმელს, მეორე მონილურს და ა.შ.შ.

თქვენ უდა იზრუნოთ ჯგუფის გაფართოებისთვის. რაც უფრო მეტი წევრი გეყოლებათ ჯგუფში მით უკეთესი თქვენთვის.

წარმატებები ბიზნესში!!!

ახალგამოწურული წვენების წარმოება და გაყიდვა ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

ახლად გამოწურული წვენების გაყიდვა – ახალი, ბიზნესის სწრაფად განვითარებადი ფორმაა, რომელსაც გააჩნია დიდი პერსპექტივები. ვერანაირი ეგზოტიკური წვენებით, ჩვენს მომხმარებელს უკვე ვერ გააკვირვებ. მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ხარისხის წვენებით. მაგრამ უმრავლესობა ამ წვენებისა დამზადებულია ვაკუუმური გაშრობის მეთოდით დამზადებული კონცენტრატებისაგან. ეს კეთდება საბოლოო პროდუქტის გაიაფების მიზნით, რაც მიიღწევა სატრანსპორტო ხარჯების შემცირებით. მართლაც კონცეტრანტის გადაზიდვა კონტეინერით გაცილებით იაფია, ვიდრე ნატურალური წვენის გადაზიდვა, სადაც მთელი მასის დაახლოებით 95%-ს შეადგენს წყალი. გარდა ამისა, ძალიან ძნელია შეინახო ნატურალური წვენი მის პირვანდელ მდგომარეობაში, თუნდაც რამოდენიმე საათი, კონსერვატების ან თერმოდამუშავების გამოყენების გარეშე, ხოლო ეს დამღუპველად მოქმედებს მის მომხმარებლურ თვისებებზე – იშლება ვიტამინები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები – ენზიმები. ზუსტად ამ მიზეზების გამო, მთელს მსოფლიოში სწრაფად იზრდება მოთხოვნილება ახლად გამოწურულ წვენებზე, რომლებიც მზადდება მწიფე, ახალი ხილისაგან სპეციალურ აპარატებზე უშუალოდ მყოდველის თვალწინ. არსებობს ამ ბიზნესის ორგანიზების ორი ძირითადი ხერხი: მცირე სავაჭრო წერტილების შექმნა სავაჭრო ცენტრებში, დასვენების ადგილებში, სასტუმროებში და სხვა ან ავტომატური მანქანების დაყენება სუპერმარკეტების ხილის განყოფილებებში. განვიხილოთ დაწვრილებით პირველი ვარინტი. მცირე კერძო ბიზნესისათვის ის უფრო მოსახერხებელია. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს “ცოცხალი” წვენების მაქსიმალური ასორტიმენტი ჭიქებით ან ბოთლებით (როგორც წესი გამოიყენება ორი წვენსახდელი: ერთი ციტრუსებისათვის, ხოლო მეორე უნივერსალური – ბოსტნეულისა და ხილისათვის). მყიდველის რეაქცია ძლიერაა დამოკიდებული თვით წვენის გამოწურვის პროცესზე! მაგალითად მყიდველი არააქტიურად ინტერესდება საყოფავხოვრებო ან არაავტომატური წვენსაწურით აღჭურვილი მაგიდით. ამას აქვს მთელი რიგი ახსნა: ხილი იჭრება ხელით, რის გამოც პროცესი არ ახდეს დადებით შთაბეჭდილებას მომხმარებელზე, და როგორს წესი არ განაწყობს ყიდვისათვის. ბიზნესის ორგანიზება პროფესიული მოწყობილობით, მოითხოვს გაცილებით მეტ საწყის დანახარჯებს (პროფესიული დონის ZUMEX, ZUMMO ან ORANFRESH წვენგამომწური მოწყობილობის ფასები იწყება 2000$-იდან), მაგრამ საშუალებას იძლევა მივაღწიოთ მაქსიმალურ ეკონომიურ ეფექტს პროცესის ესტეთიურობის, სისწრაფის, პროდუქციის ხარისხისა და აპარატურის საიმედოობის ხარჯზე. რომ შევაფასოთ ახალი ფორთოხლის წვენების გამოწურვის ბიზნესის რენტაბელობა ჩავატაროთ მარტივი გამოთვლები. წვენის გამოსავლიანობა შეადგენს ხილის საწყისი წონის 40-50%-ს. ქართული ფორთოხლის ერთი სტანდარტული 15კგ-იანი ყუთის ღირებულებაა – 6 ლარი. მისგან მზადდება არაუმცირეს 6ლ წვენი. შესაბამისად წვენის თვითღირებულებაა 6ლ – 6 ლარი ანუ 1ლ – 1 ლარი. 200გრ ჭიქა არა უმეტეს 20 თეთრისა. (ძალიან ახალი ფორთოხლის გადამუშავების დროს 200გრ ჭიქის თვითღირებულება არ აღემატება 18 თეთრისა). ახლად გამოწურული წვენის 0.5 ლიტრიანი ბოთლი შეიძლება გაიყიდოს 1.50 ლარად ან 200 გრამიანი ჭიქა – 50 თეთრად. თვითღირებულების გათვალისწინებით დანამატი შეადგენს 150%-ს. ანუ 1ლ წვენის გაყიდვით შემოსავალი შეადგენს 1.50 ლარს. თუ სავაჭრო წერტილს განვალაგებთ კარგ ადგილას, მაშინ დღეში შეიძლება გავყიდოთ 20-40 ლ წვენი (გადავამუშაოთ 3-7 ყუთი ფორთოხალი). დღეში 20 ლიტრი წვენის გაყიდვის შემთხვევაში თქვენი თვიური შემოსავალი შეადგენს 900 ლარს. თუ გამოვაკლებთ ხილის მოტანის, არენდის და ხელფასის ღირებულებას, მივიღებთ სუფთა მოგებას.

შეინახე და მოიგე უფრო მეტი ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

კიდევ ერთი საინტერესო იდეა. ყველამ ვიცით რომ ხილი ზამთარში თითქმის არ არის ან ძალიან ძვირია. სიტყვაზე ყურძენი თუ შემოდგომაზე ღირს 70 თეთრი, იგივე საახალწლოდ ღირს 3 ლარი ან მეტი,. ხო და ბიზნეს იდეის არსი რაში მდგომარეობს.. შესაძლებელია ხილის შენახვა კონტროლირებადი ატმოსფერული წნევის ქვეშ სამაცივრე სისტემებში, ან უშუალოდ Smart Fresh-is გამოყენებით სამაცივრე სისტემებში. მე მაქვს შესაბამისი ფართი ამ ბიზნესის რეალიზაციისთვის და ტექნოლოგიაზე დაზუსტებული ინფორმაციის მოძიებაც შემიძლია. სიტვაზზე თუ შემოდგომას ვყიდულობთ 10000 ლარის ყურძენს სულ რაგაც სამ თვეში უკან ვიღებთ 30000 ლარს.

ჩამოიტანეთ იაფი ნოუთბუქები ჩინეთიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

ინტერნეტის პოპულარიაზაციასთან ერთად საქართველოში კომპიუტერების მომხარებლების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. ახალ მომხმარებლებს ისევე როგორც ძველებს გაცილებით უფრო დააინტერესებს ნოუთბუქების ყიდვა, ვიდრე სტაციონალური კომპიუტერების, თუმცა პორტატული კომპიუტერები რომლებიც ბაზარზეა საკამოდ ძვირი ღირს..

თუ თქვენ შეძლებთ ააწყოთ არხები ისე, რომ იაფი ნოუთბუქები ჩამოიტანოთ ჩინეთიდან ან ნახმარი შეიძინოთ ევროპის ქვეყნებში და ჩამოიტანოთ საკმაოდ კარგი ბიზნესი გამოგივათ. გაყიდვა არ უნდა გაჭირდეს. სავარაუდოდ “სიტყვა და საქმში” გაკეთებული განცხავდება და პატარა ბანერები ყველაზე ცნობად ქართულ საიტებეზე საკმარისი იქნება ათიათასობით ასეთი ტექნიკის გასაყიდად.
სტატიის რეიტინგი

წარმატებები ბიზნესში!!!

წყარო:startup.ge

მოემსახურეთ ორგანიზაციებს პოპულის მზა პროდუქტებით ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

თუ ორგანიზაციებს პოპულიდან მზა კერძების მიტანის სერვისს შესთავაზებთ, ალბათ კარგი ბიზნესის აწყობაა შესაძლებელი.

დღეს ორგანიზაციები, რომელთაც ყოველდღე უწევთ პოპულში საკვაბის შეძენა, ალბათ დიდი სიამოვნებით ისარგებლებდნენ თქვენი სერვისით. ამისათვის თქვენ უნდა მიაწოდოთ პოპულის მზა კერძების სრული სია და მათი ღირებულებები, საიდანაც ისინი შეძლებენ ყოველდღიური შეკვეთების გაკეთებას.

პოპულის მზა კერძებით მომსახურების ძირითადი უპირატესობაა ის, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ პროდუქტების შეძენა, მათი მომზადება და შეფუთვა, რაც მცირე, მაგრამ გარკვეულ ინვესტირებას საჭიროებს. თქვენ მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯი გექნებათ.

ამ სერვისისთვის შეგიძლიათ გამოართვათ გაკეთებული შესყიდვების რაღაც პროცენტი, რომელიც შეგიძლიათ პროდუქციის პირვანდელ ღირებულებაში შეიყვანოთ. ასევე შესაძლოა მოელაპარაკოთ პოპულს და მიიღოთ შედარებით ფასდაკლებით გასაყიდი პროდუქტი.

ამ სერვისის განვითარების შემდეგ თქვენ ასევე შეგიძლიათ იგივე ორგანიზაციებს საკანცელარიო ნივთებით მომარაგება შესთავაზოთ, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელი უნდა იყოს მათთვის.

წარმატებები ბიზნესში!!!

გააკეთეთ მეორადი წიგნების ელექტრონული მაღაზია ივნისი 9, 2010

Posted by mybiznes in ბიზნეს იდეები.
Tags:
add a comment

შესაძლოა ამ იდეამ გაამართლოს რადგანაც მეორადი წიგნები ძალიან გაფანტულად იყიდება და არცერთ მოვაჭრეს არ აქვს მსაგვსი წიგნები. თუ რამე მეორადი წიგნის მოძებნა უნდა ადამიანს უნდა მოიაროს ყველა მოვაჭრე, რაც თითქმის შეუძლებელია.

ამიტომ თუ გააკეთებთ საიტს, სადაც განათავსებთ მეორად წიგნებს, შესაძლოა მომგებიანი ბიზნესი გამოვიდეს. საჭირო იქნება უბრალოდ კარგად და ეფექტურად გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ იბარებთ ნახმარ წიგნებს. დაგჭირდებათა ასევე გარკვეული ფართი და ერთი კურიერი, რომელიც შეძენის შემთხვევაში ადგილზე მიიტანს წიგნს.

წარმატებები ბიზნესში!!!